|
2021-06-06 10:42:25, 1064 ნახვა
სამხედრო
საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა
ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა პოზიციების რაიონში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება, საბრძოლო წყობაში გაშლა და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა. საარტილერიო სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ბატარეის დონის სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფების, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპი კი, ბატალიონის შემადგენლობაში წვრთნასა და შეფასებას მოიცავდა. წვრთნების მიზანს მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენდა. დასკვნით საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობისა და მე-6 საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)