|
2021-05-26 00:18:41, 1162 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ანდრი ტარანმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მნიშვნელობა აღნიშნეს. ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის ზრდა, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ. 26 მაისს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)