05:42 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 17:52:37, 907 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“  ფორმატში  თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასა და ჯარის ადგილობრივი პროდუქციით მომარაგებაზე  გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითრების მიზნით,  უკვე  დაწყებულია საკვანძო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც  საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ძლიერი და ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისთვის კი, მინისტრის თქმით,  ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიისთვის სათანადო ყურადღების დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია:

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში  „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე სხვადასხვა ჯავშანმანქანა მიიღო. „დელტაში„ ჯავშანმანქანების დამზადების გარდა, მუშაობა მიმდინარეობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა 120მმ-იანი ნაღმმტყორცნის მოდულის, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების დამზადება და სხვა საცდელი პროექტები“.

როგორც  თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა,  ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე,  საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისა და კონკურენტული პოზიციის მოპოვებისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics