|
2021-05-13 17:32:21, 788 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემებს
„ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა შევინარჩუნოთ მდგრადობა და აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით უწყებაში მიმდინარე პროცესები კანონმდებლებს გააცნო. საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან უწყებაში აქტიურად მიმდინარე მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება. ეს, ბუნებრივია, საქართველოს თავდაცვის ძალების ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“. არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგული კონტრაქტის შესახებ ისაუბრა, რომლის მეორე ფაზაც მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალებს უკვე გააჩნია ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. „დავნერგავთ თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ნატოში ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე საუბრისას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)