|
2021-04-21 18:29:23, 1007 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა და უწყებაში წარმატებული საქმიანობა უსურვა. გრიგოლ გიორგაძე პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. შესაბამისად, თავდაცვის უწყებაში ის იურიდიულ დეპარტამენტს გაუწევს კურატორობას. მისი საკურაციო მიმართულებები იქნება ასევე, ადამიანური რესურსები და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS). აღნიშნულ სფეროებს თავდაცვის სამინისტროში რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. გრიგოლ გიორგაძეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული. ის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტიცაა. თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)