12:16 - 14 May, 2026
|
2021-04-17 11:27:17, 769 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ადლიაში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან, ზურაბ აზარაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტპაზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბის, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. უახლოეს პერიოდში გარე განათების სრული რეაბილიტაცია მოხდება და კეთილმოეწყობა ბაზის ტერიტორია.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)