|
2021-04-07 15:24:35, 835 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურმა დეპუტატებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აზარაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტუმრებს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსებმა ყურადღება განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გამახვილეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სტრუქტურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყებისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იმედი გამოთქვეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC-ში და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)