|
2021-04-02 10:58:15, 1659 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესი“ კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა
პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა შინ ყოფნამ ადამიანებს საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გაუჩინა. ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამ სიტუაციამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა „სანებივრო სამოსზე“, როგორც ამას კომპანია „ნინეას“ დამფუძნებლები თავის შექმნილ კოლექციას უწოდებენ. 2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა. სამი ქალის მიერ დაარსებული საწარმოს პროდუქციამ თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც „ნინეას“ ერთერთი დამფუძნებელი ნელიკო თორდია აღნიშნავს, დღეს უკვე აქვთ საწარმო, სადაც კოლექცია თავიდან ბოლომე ხელით იქმნება, რომ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანიიყოს. „ნინეას“ სანებივრო სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელიც ნატურალური და სინთეზური ქსოვილების კოლექციას აერთიანებს. ფერი, ქსოვილი და მოდელი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომელიც 100 პროცენტით ნატურალური აბრეშუმისგან შედგება. პანდემიამდე „ნინეას“ ორი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, მაგრამ 2020 წელს შეცვლილმა სიტუაციამ დამფუძნებლები ონლაინ ვაჭრობის აუცილებლობაში დაარწმუნა და ვებგვერდი www.ninea.geუფრო აქტიური გახდა. „ონლაინ მაღაზიის შექმნა დღის წესრიგში იდგა. ამ პერიოდში ძალიან დროული აღმოჩნდა თიბისის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მზა პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნას და მისი მომსახურების დაფინანსებას 1 წლის ვადით, რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროცესის დაჩქარებასა და განხორციელებაში“, - ამბობს ნელიკო თორდია. ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ კომპანიას არა მხოლოდ ვაჭრობის შენარჩუნების, არამედ წინსვლისა და განვითარების საშუალებაც მისცა, კომპანიამ ელექტრონული კომერციის მეშვეობით გაყიდვები გააორმაგა. „თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან შექმნილმა რეალობამ ძალიან მალე დაგვანახა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფო იზრდებოდა. ბიზნესს გაყიდვების ახალი არხი სჭირდებოდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა და ჩვენ შევთავაზეთ მათ, ამის გაკეთებაში დავხმარებოდით. გვიხარია, რომ ბევრმა ბიზნესმა წარმოება გაზარდა და მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა“, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)