|
2021-04-01 15:43:45, 1318 ნახვა
სამხედრო
სიმონეთში სასროლეთს მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა. დღესვე, მუხრან შუკვანის სახელობის მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ასევე დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. 2010 წელს 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მუხრან შუკვანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)