13:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 14:39:47, 1070 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კოვიდპანდემია ბიზნესისთვის შესაძლებლობაა, გამოაჩინოს კონკურენტუნარიანობა, ხელისუფლებისთვის კი, შესაძლებლობა გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი. ყველა პროგნოზი თანხმდება იმაში, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, რომ ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შევინარჩუნოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ჩვენ, კოვიდპანდემიას ვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, ერთის მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გახდეს უფრო კონკურიენტუნარიანი და ძლიერი, მაგრამ ჩვენთვის, ეს არის დრო, როდესაც უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები და უფრო არასტანდარტული გადწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics