|
2021-03-24 11:11:33, 556 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ აგროსტარტაპების მხარდაჭერაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, რომელიც აგროსტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, თიბისიმ უკვე დააფინანსა 250-მდე სტარტაპი. ინვესტიციის საერთო მოცულობა კი, 70 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროსტარტაპების დაფინანსების პროექტს თიბისი 2016 წლიდან ახორციელებს. ოთხი წლის განმავლობაში პროექტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, ის მრავალწლიანი ბაღების გაშენების მხარდაჭერით დაიწყო და 2017 წლიდან ადგილობრივი ვაზის დარაიონებული ჯიშების გაშენება და საოჯახო მეურნეობის მხარდაჭერა მოჰყვა. დღემდე, სტარტაპ აგრო პროდუქტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში 100 ჰა-ზე მეტ ფართობზე ადგილობრივი ჯიშის საღვინე ვაზი გაშენდა. 2018 წლიდან პროექტს დაემატა მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველობის ფერმების მხარდაჭერა, ინტენსიური საკალმახე მეურნეობები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები. 2019 წლის შემოდგომიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მწარმოებლებისთვის სტარტაპ აგრო პორდუქტის ჩამონათვალს გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და აგროტურიზმიც დაემატა. „პანდემიის მიუხედავად აგროსტარტაპების მხარდაჭერა თიბისის არც ერთი მიმართულებით არ შეუჩერებია, მათ შორის არ შეგვიზღუდავს აგროტურიზმის მხარდაჭერაც. სტარტაპებით დაფინანსების ჩამონათვალს ჩვენ ყოველ ახალ სამეურნეო სეზონზე ვამატებდით სხვადასხვა აგრო მიმართულებებს და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. ახლახანს ბიზნესის მხარდაჭერით მიზნით შევქმენით აგრო ბარათიც, რომლითაც სარგებლობა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ახლა, გაზაფხული სეზონზე. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ბევრ ახალ და საჭირო პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს,“ - შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა. აგროსტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა ძირ თანხაზე გრძელვადიან საშეღავათო პერიოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც დამოკიდებულია დასაფინანსებელი საქმიანობის სპეციფიკაზე და მაქსიმუმ 5 წელს შეადგენს. ძირითადი საშუალებებისთვის სესხების გაცემა „შეღავათიან აგროკრედიტთან“ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და ითველისწინებს სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მიერ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)