|
2021-03-22 11:31:04, 603 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის მეოთხე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 907.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 6.8 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 7.4 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-26.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-27.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-3.9 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (3.7 პროცენტი). უწყების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი).
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)