|
2015-10-07 16:16:01, 818 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიებისა და კვების ინსპექტირება განხორციელდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიებისა და კვების ინსპექტირებას იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მაღაზიებისა და კვების ინსპექტირების შესაბამისი კომისიები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანების თანახმად შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების კომისია ყველა დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. კომისიების შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ექიმი, დაწესებულების ადმინისტრაციის და უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები. კომისიები შეამოწმებენ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული კვების ულუფის ოდენობას; პროდუქტებისა და მზა კერძების განთავსების ადგილის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს; საკვების მიწოდების დროს დღის განრიგთან შესაბამისობაში; კვების პროდუქტების ხარისხსა და წამომავლობას. პროდუქტის ან მზა კერძების დაწუნების შემთხვევაში, კომისია მას შესამოწმებლად დამოუკიდებელ ექსპერტს გადაუგზავნის. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების ინსპექტირებას, კომისიები მაღაზიებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს შეამოწმებენ; ყურადღება მიექცევა შეტანილი პროდუქტების ვადებსა და ღირებულებებს; პროდუქციის რაოდენობასა და სახეობებს. მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სერვისის სათანადოდ მიწოდება და უზრუნველყოფა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)