|
2021-01-25 12:53:13, 582 ნახვა
სამართალი
ბათუმში, დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალს დღეს წაუყენებენ
ბათუმში, დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალს დღეს წაუყენებენ. როგორც ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. „ამ ეტაპისთვის მას ბრალი წარდგენილი არ აქვს და დღის განმავლობაში მოხდება მისი ბრალის წარდგენა. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების მიზნების განხილვას, სავარაუდოდ, ალბათ მოხდება ხვალისათვის. დოკუმენტაცია ჯერჯერობით რაიმე სახის არ გადმოგვცემია, შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე იყოს მისი მხრიდან თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ვერაფერს ვერ გეტყვით, მითუმეტეს, რომ იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა მალხაზ ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ფანგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)