|
2021-01-24 18:28:21, 722 ნახვა
სამართალი
პირი, რომელმაც ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრს ნაგავი მიაყარა დააკავეს
დაკავებულია პირი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას, თვითონ ორგანიზაცია საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომლიდანაც ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი ირაკლი ფანგანი პოლიციამ ცოტა ხნის წინ, ბათუმში აიყვანა. როგორც შსს-ში აცხადებენ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და ეს მუხლებია: 156-ე - დევნა და 239-ე - ხულიგნობა. მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი დღის პირველ ნახევარში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიების კითხვებს უპასუხა და მას სავარაუდოდ, დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მას ნაგავი მიაყარა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ბათუმის ბულვარში მშენებლობას აპროტესტებდა, ამავე აქციაზე იყო ირაკლი ჩავლეიშვილიც. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეს ამ არასამთავრობოების ნაწილი "ალტერნატივას" წევრის ქმედებას გაემიჯნა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)