|
2021-01-21 09:45:17, 627 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებულ ბ.ჯ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "EKOL Tisa"-ისა და "KRAL"-ის მოდელების 2 პისტოლეტი, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)