|
2021-01-20 13:55:02, 850 ნახვა
სამართალი
ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან ირკვევა, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ
ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან ირკვევა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ და ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ. როგორც ის აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ვიდეო და აუდიო მასალა გასაჯაროვდება. „ჩვენ წარდგენილ არსთან დაკავშირებით დღეს მოხდა ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფუძველს ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ დავაანონსეთ, რომ დადგენილი გვქონდა მოტივი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებდით ამის გასაჯაროებისგან. იმიტომ ,რომ ამ მიმართულებით ასევე დამატებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა. დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და მივაწოდოთ ეს საზოგადოებას, მოტივს რაც შეეხება, დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რაც ადასტურებს ამ გარემოებას, პირები რა თქმა უნდა ესაა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო მასალა. უახლოეს მომავალში ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ დემონსტრაციას მოვახდენთ და საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა სადრაძემ.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)