|
2020-12-30 12:05:59, 1477 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს
„თავდაცვის ძალებში ისეთი სტანდარტები შემოვიღე, რომ ამ სტანდარტების გაუარესება ყველას გაუჭირდება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება ვალდებული და იძულებული, რომ მინიმუმ ეს სტანდარტი შეინარჩუნოს. ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ, მართლაც, ყველაფერს საუკეთესოს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნისას ჯარისკაცებისთვის გაცემული ყველა დაპირება, დღეს რეალურ საქმედ არის ქცეული. ღარიბაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ფონზე 2020 წელი ჯარისკაცზე ზრუნვის წლად გამოცხადდა და აქცენტი მათი სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, სამხედროების კეთილდღეობაზე, კვებაზე, პირადი აღჭურვილობის განახლებაზე და სხვ. გაკეთდა. მისი განმარტებით, თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უწყების გაცხადებული მიზანია და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობა გათვალისწინებულია. „ჩემი, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა გაძლიერდეს და, რაც შეიძლება მოკლე დროში, ნატოსთან თავსებადი ძალა გახდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების პროგრესს ქვეყნის პარტნიორები აღნიშნავენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ერთჯერადი და ყოველთვიური კომპენსაციის დანიშვნის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მიღებული გადაწყვეტილება იყო. ასევე, მან გადაცემაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებში უწყების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს ომებში და მათ ყველაზე ძვირფასი, ჯანმრთელობა შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას, კიდევ მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ როგორც ფინანსური, ისე ოპერაციების დაფინანსება, პროტეზირება და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)