19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 15:29:32, 1051 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველლე“ ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის სამედიცინო მედიკამენტების სააგენტომ (EMA) BioNTech-Pfizer-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა.

ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პარასკევს გვიან და შაბათს დილით ჩაიტანეს.

ცნობილია ისიც, რომ სამმა ქვეყანამ, გერმანიამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვაქცინაცია შაბათს დაიწყეს.

ვაქცინას პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი და ასაკობრივი რისკჯგუფები მიიღებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics