|
2020-12-26 10:00:09, 1641 ნახვა
სამხედრო
მე-11 ბატალიონმა GDRP-T ფარგლებში წვრთნები დაასრულა
ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. სამხედრო სწავლების პერიოდში მე-11 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. სამხედრო სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი ტაქტიკურ მართვას, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირებას, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და აღსრულებას დაეთმო. სწავლებაში ჩართულები იყვნენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები. მე-7 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, 1-ლი დივიზიის, 1-ლი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი - „ასკალონ“ უწევდა. GDRP-T მე-7 როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)