|
2020-12-25 23:29:16, 1215 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს
„ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების თანამედროვე, მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული სპეციალური ტექნიკით აღჭურვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საბჭოთა დროის და მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლების ფარგლებში შევისყიდეთ 500-მდე სპეცტექნიკა - გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული მანქანები და სპეციალური ტექნიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ახალი სპეც-ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)