|
2020-12-23 00:12:18, 685 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელი პარტნიორებისთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „პანდემიის მიუხედავად, ზაფხულში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩავატარეთ. ეს კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. გადმოისროლეს ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო რამდენიმე ასეული სამხედრო ჯარისკაცის დესანტირება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სწავლება ემსახურება თავსებადობის გაზრდას ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯარში. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჯარის შიგნით ვახდენთ განათლებაზე აქცენტირებას, არამედ რეალურად, კარი გავხსენით. ბატონი გიორგი ამილახვარი გვესწრება დღეს აქ და თავადაც იყო მონაწილე ამ პროცესის, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით და ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ უნივერსიტეტებთან. მათაც შეაქვთ წვლილი არა მხოლოდ ჩვენი სამხედროების, არამედ მათი შვილების, ოჯახის წევრების განათლებაში. ვგულისხმობ სწავლის თანადაფინანსებას, 50% - ს კი, თავდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, დავაწესეთ მინისტრის სტიპენდია, რომელიც არის კვარტალში 750 ლარის ოდენობით, რაც ერთგვარი მასტიმულირებელი და მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს სამხედროების შვილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)