|
2020-12-22 17:59:15, 787 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება
„მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წელს პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, თავდაცვის ძალები საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანით აღიჭურვა. მისი განცხადებით, შემდგომ წლებში სსსტც „დელტა“ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნას გააძლიერებს. მინისტრობის კანდიდატმა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით და ე.წ. საბჭოთა კავშირის სპეც-ტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ცნობილ ბრენდებთან, რომლის ფარგლებში 500 ერთეული სპეც- ტექნიკა შევიძინეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)