06:08 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 09:44:16, 681 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული იოსებ კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, თაღლითურად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ, 450 ყუთ საბავშვო ჰიგიენურ საფენს, რითაც აღნიშნულ კომპანიას 28 800 ლარის ზარალი მიაყენა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული პროდუქციის ნაწილი გაყიდა. სამართალდამცველებმა ფული და მითვისებული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics