|
2020-10-22 10:43:30, 483 ნახვა
კომენტარი
არჩილ ბენიძე - ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არჩილ ბენიძე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ბენიძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობაში შიშს ნერგავს და ადამიანებს, რომლებსაც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურთ, სამსახურის დატოვებით ემუქრება. მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "პატრიოტთა ალიანსს!" "სამართლიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დიდი სირთულეებია. ხელისუფლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს შიშს ნერგავს მოსახლეობაში, რათა ისინი აგიტაციის პერიოდში შეხვედრებზე არ გამოვიდნენ. ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. რამდენიმე საჯარო მოხელეს, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით საარჩევნო კომისიაში მოხვედრა სურდა, დაემუქრნენ, რომ სამსახურს დაატოვებინებდნენ. ეს არის საშინელი ფაქტი, რომელიც წინა ხელისუფლებიდან "ქართულმა ოცნებამ" გადმოიღო. მათ ჰგონიათ, რომ, თუ ადამიანი საჯარო სამსახურში მუშაობს, აუცილებლად მათი ამომრჩეველი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში არის განწყობა იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილებები და 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს "პატრიოტთა ალიანსს!", - განაცხადა არჩილ ბენიძემ.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)