19:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 17:59:50, 581 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით დღეს საღამოს ან ხვალ დილით იმსჯელებს

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით,  „თბილსერვისისა“  და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე უგულავას მიმართ განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო დღეს საღამოს ან ხვალ დილით იმსჯელებს. 

ბასილაიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას, უახლოეს პერიოდში მიიღებენ. 
ადვოკატის შეფასებით, ყველანაირი ვადებისა და პროცედურების დარღვევთ, 1 დღით გათავისუფლებული ადამიანის ციხეში დაბრუნებას ცდილობენ. 
„სასამართლო მოქმედებს ბიძინა ივანიშივლის, გია ვოლსკის, თამაზ მეჭიაურისა და ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დღის წესრიგით. სასამართლოს თავისი დღის წესრიგი არ გააჩნია. სასამართლო არის ინსტრუმენტი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. სასამართლომ განაცხადა, რომ განაჩენთან დაკავშირებით იმსჯელებს დღეს საღამოს ან ხვალ დილით, დაახლოებით ამ პერიოდში. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მივიღებთ ინფორმაციას. დღეს,  გვაქვს მოცემულობა, რომ სასამართლო სრულიად უკანონოდ, ყველანაირი ვადებისა და პროცედურების გავლით ცდილობს ერთი დღით გათავისუფლებული ადამიანი ციხეში უკან შეაბრუნოს. ამის შემდგომ რაიმე კანონს ან ადამიანურ ღირებულებებს ამ ქვეყანაში რა აზრი გააჩნია?!“,– აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 
ცნობისთვის,  „თბილსერვის“ ჯგუფისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად  სათათბიროდ გავიდა.
თუმცა, მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია,  რამდენ ხანში გამოიტანს განაჩენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics