|
2020-10-05 12:17:38, 483 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი დაბინავებულია! გადამუშავებულია 250 ათას ტონამდე ყურძენი
5 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020"-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 260 მლნ ლარი მიიღეს. დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში - 74 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი - 60 ათასი ტონა, თელავი - 40 ათასი ტონა, სიღნაღი - 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 16 ათასი ტონა, ახმეტა - 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 7,4 ათასი ტონა. გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)