|
2020-09-30 11:04:35, 564 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო. ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის. მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. „საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)