04:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 13:16:21, 754 ნახვა

სამართალი
„იმედის“ საქმეზე მიმდინარე პროცესს გიგი უგულავა ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“  საქმეზე, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ადვოკატებმა გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატის თქმით, უგულავა უკანონო პატიმარია და სასამართლომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების საფუძველზე ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ადვოკატების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა,რომ უგულავა უკანონო პატიმარია და მისი გათავისუფლება გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა მომხდარიყო.

დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიგი უგულავა ესწრება. სხდომაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები და უგულავას ოჯახის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics