18:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 19:23:39, 843 ნახვა

სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,არა პანორამას“ აქციის მონაწილეთა საქმეზე საქალაქო სასამართლოს დადგენილება უცვლელად დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ,,არა პანორამას“ აქციის მონაწილეთა საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება. 

შეგახსენებთ,  რომ 2015 წლის 19 ივლისს   პოლიციამ აქციის 10 მონაწილე დააკავა, ხოლო მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მათგანის ქმედება წვრილმან ხულიგნობად შეაფასა და დააკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია აქციის დროს გამოყენებული წარწერა, რომლითაც პროექტი პანორამა მამაკაცის სასქესო ორგანოსთან იყო შედარებული.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც აქციის მონაწილეთა ბრალს გამორიცხავდა და არ გაიზიარა საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები. 
საია აღნიშნულ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics