13:18 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 18:29:11, 1014 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი ბელარუსზე - მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას“ , - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარები არ ცნობენ არჩევნების შედეგბსა და ლუკაშენკოს პრეზიდენტობას.

„9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. სანდო ინფორმაცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე მიუთითებს. ამიტომაც, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და ამ დანაშაულელების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოვუწოდებთ. ამ კუთხით გვსურს, ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი პასუხისმგებლობა შევახსენოთ. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც თვითნებურად არიან დაკავებული და ასევე იმ პოლიტპატიმრების, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე და მის განმავლობაში დააპატიმრეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics