|
2020-08-17 11:55:08, 963 ნახვა
მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია - მზად ვარ გავხდე ეროვნული ლიდერი
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი. მან ვიდეომიმართვაში თავის პოლიტიკურ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ლიდერად გახდომა არასდროს ყოფილა მისი მიზანი, მაგრამ მზად არის, რომ ბელარუსს ცვლილებებისკენ გაუძღვეს. „თქვენ მე არჩევნებზე ხმები მომეცით, რასაც მე ვაფასებ. დარწმუნებული ვარ მიზეზში, რატომაც გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა გასვლა ამ დაუსრულებელი წრიდან, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მე მზად ვარ, რომ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და გავხდე ეროვნული ლიდერი, იმისათვის, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, გადავიდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმზე, გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოვამზადოთ ძალიან სწრაფად ახალი საკანონმდებლო საფუძველი, რომ დავაორგანიზოთ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. რეალური, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომლებსაც მსოფლიო საზოგადოება უკამათოდ მიიღებს“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ასევე მოუწოდა ქვეყნის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომ შეწყვიტონ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ საზოგადოება აპატიებს იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)