|
2020-08-11 11:30:12, 1123 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა
ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა და ახლა ლიეტუვაში იმყორება, - ამის შესახებ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლინას ლინკიავიჩიუსმა დაწერა. მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი და გაემგზავრა ლიეტუვაში, უწყების ხელმძღვანელი არ საუბრობს. ლიეტუველი მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ტიხანოვსკაიას შტაბში კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, გუშინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შეიტანა სარჩელი და გააპროტესტა 9 აგვისტოს არჩევნები. ის ბელარუსიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში 3-საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ბელარუსის ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით ტიხანოვსკაიამ მოქალაქეთა 10-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. ალტერნატიული ეგზიტპოლების და ზოგიერთი საარჩევნო უბნების მონაცემებით, სვეტლანა ტიხანოვსკაია 70 პროცენტით უგებს ლუკაშენკოს.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)