02:53 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 09:37:38, 700 ნახვა

სამართალი
შსს-მ 1 კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კილო და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოზე მეტი თხევადი კოკაინი და 1 კილო და 220 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ, მის მიერ გამოვლენილი ნარკოტრანზიტის მარშრუტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის მორიგი ფაქტები აღკვეთა. აღნიშნულმა განყოფილებამ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, კოლუმბიის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული დელია ქსიომარა რ. და ბრაზილიის ფედერაციის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული პრისილა სილვა ლ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანეს. სამართალდამცველებმა დელია ქსიომარა რ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 0,75 გრამი თხევადი კოკაინი, ხოლო პრისილა სილვა ლ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 220,37 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics