06:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 14:19:57, 3110 ნახვა

მსოფლიო
ბეირუთში მომხდარი აფეთქება რუსი ბიზნესმენის გემით ბათუმიდან მიმავალ ტვირთს უკავშირდება

ლიბანის ქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, გუშინ, 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 4000 კი, დაშავდა. აფეთქებამ გაანადგურა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები. საწყობში ინახებოდა ამინიუმის ნიტრატი

ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმი ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მოლდოვის დროშით მცურავ გემს მიჰქონდა.

ლიბანური მედიის ცნობით, გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა, რის შემდეგაც, ლიბანის საბაჟო სამსახურმა მოახდინა ტვირთის კონფესკაცია და გადაიტანა ის საცავში.

როგორც პორტის მმართველმა აღნიშნა, საწყობზე წვდომა არავის ჰქონდა, თუმცა ბოლოს ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოავლინა, რომ საცავში შეღწევა, კედელში არსებული ხვრელიდან შესაძლებელი იყო.

ამასთანავე, უცხოური მედიის ცნობით, გემი Rhosus-ი რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კი, კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშნიკს ეკუთვნოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics