|
2020-07-28 12:24:54, 4514 ნახვა
მსოფლიო
სამადაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა „ქართული ოცნება“ გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება
სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა „ქართული ოცნება“ გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასთან. „სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს - სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ს კონგრესმა, როდესაც დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)