|
2015-08-25 10:06:23, 705 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ის ბაზრის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან, საბოლოოდ წაგებული დარჩებიან
"ის ბაზრის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან, საბოლოოდ აუცილებლად წაგებული დარჩებიან",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრიას განაცხადა. მისივე თქმით, ლართან მიმართებაში, ეკონომიკური გარეშოკის შედეგები დაბალანსებულია. "ლართან მიმართებაში ის რაც ჩვენს შიდა ეკონომიკურ სიტუაციას ეხება, ანუ მაკროეკონომიკური პარაპეტრების კუთხით, ეკონომიკური გარეშოკის შედეგები არის აბსოლუტურად დაბალანსებული. დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოს შუა რიცხვების მონაცემებით, იმპორტის შემცირებამ მთლიანად გადააბალანსა ექსპორტის შემცირება და ფულადი გზავნილების კლება. 332 მლნ დოლარის დადებითი მაჩვენებლია იმპორტის შემცირებიდან, ანუ 332 მლნ დოლარით ნაკლები გავიდა ჯამში ქვეყნიდან. თითონ ფულადი გზავნილების შემცირებას რაც შეეხება, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 202 მლნ დოლარი, ანუ მთლიანად ამითია გადაბალანსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რიცხვები და მონაცემები თანდათან შემოგვემატება და გვექნება დაზუსტებული. რაც შეეხება პრივატიზაციის საკითხს, 110 მლნ ლარზე მეტი არის პრივატიზებული და შემოსულია პრივატიზაციიდან ექვივალენტი დოლარში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის ბაზრის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და მიიღებენ სპეკულატიურ, აი ასეთი ტიპის ტრანზაქციებში მონაწილეობას, ეს იქნება დროებითი და აუცილებლად წაგებული დარჩებიან საბოლოოდ",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. "მათთვის წამგებიანი იქნება",-უპასუხა მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე გუშინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "ის, რაც დავუშვათ გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი, არანაირი კავშირი ამას არ აქვს იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. ჩინეთის საფონდო ბაზრის დაცემაზე ვსაუბრობ. ვფიქრობთ, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე ჯანსაღია",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით დღეს ეს დოლარის შეძენა 2.36 ლარადაა შესაძლებელი.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)