|
2020-05-31 14:08:00, 1271 ნახვა
კომენტარი
თურნავა: European Best Destinations-ის მიერ თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება არის იმის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს
„ეს არის სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის - European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილით ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ-ათეულშია. „პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს შევთავაზებთ მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორი დიდი ქალაქი - თბილისი და ბათუმი აღიარებულია, როგორც ყველაზე მეტად უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა- პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19"-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, ხოლო თბილისსა და ბათუმს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)