|
2020-05-31 12:49:16, 1413 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
"ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!" - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "ყოველდღე, პოლიციელის მუნდირთან ერთად, თქვენ ატარებთ უდიდეს პასუხისმგებლობას - დაიცვათ ჩვენი საზოგადოება, ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ღირსება. თქვენი პროფესია ზოგჯერ, დღეების განმავლობაში მოთმინებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს დანაშაულთან ბრძოლის და მისი პრევენციისთვის, ზოგჯერ კი წამის მეათედში ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადის. სწორედ ამის გამო, ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე. მათ ოჯახებს და შვილებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან! საზოგადოება, რომელსაც თქვენმა მეუღლეებმა და მშობლებმა შესწირეს თავი მადლიერია და ქვეყანა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, ამაყობს თავისი გმირებით. პოლიციელი გმირია! წელს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ COVID19-თან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი საზოგადოების დაცვა ამ საფრთხისგან, უკვე არის თქვენი დიდი დამსახურებაც. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით და გილოცავთ პოლიციელის დღეს! უკლებლივ ყველა საპოლიციო დანაყოფს, სამინისტროს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაქვთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის და მართლწესრიგის დაცვის საქმეში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)