|
2020-05-31 12:35:37, 1418 ნახვა
კომენტარი
გახარია - მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა
პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ეს გაუჭირდათ ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველომ ეს შეძლო მოქალაქის ორგანიზებულობით, ექიმების და პოლიციის პროფესიონალიზმით და ყველას გუნდური მუშაობით. საქართველო რეგიონში და ევროპაში ყოველთვის უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მაკონტროლებელი და ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყანა, მეტი სტუმარი და ტურისტი გვჭირდება იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ეფექტი მიიტანონ ჩვენმა მოქალაქეებმა ოჯახში. ჩვენ ყოველთვის უნდა ვყოთ ეფექტურად ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი რეგიონში და ევროპაში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)