|
2020-05-26 13:39:44, 1570 ნახვა
კომენტარი
ბოკერია აუდიტის ანგარიშზე - ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს
„ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს, ასე უყურებენ ისინი ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აუდიტის ანგარიშს. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი მავნებლურია ეს მიდგომა, როცა ნებისმიერი მთავრობა, და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული. „ყველა ჩვენგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს, ასე უყურებენ ისინი ყველაფერს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი მავნებლურია ეს მიდგომა, როცა ნებისმიერი მთავრობა, და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული. მომავალში ჩვენი გადასახდელი ფულის ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება, არა აქვს მნიშვნელობა. კორუფციას რომც არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)