09:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 20:18:40, 15589 ნახვა

ომი უკრაინაში
COVID-19-ზე ტესტირების სამიზნე ჯგუფს ტრაილერების მძღოლები დაემატებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით ტესტირების სამიზნე ჯგუფს ტრაილერების ის მძღოლებიც დაემატებიან, რომლებიც საქართველოში რჩებიან.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მინდა მოგახსენოთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები. ამაზე ვმუშაობთ უკვე და ეს ლოჯისტიკური სქემა ლაგდება, მუშაობა დღესაც მიმდინარეობდა შესაბამის სტრუქტურებთან, საბაჟო და საავტომობილო გადაზიდვების შესაბამის სამსახურებთან. საქართველოში არა ტრანზიტით, არამედ ვინც საქართველოში რჩებიან იმ მძღოლების ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება, ასეთი დღეში დაახლოებით 250-დან 300-მდე ადამიანია, რადგან ჩვენს ირგვლივ ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ სახმელეთო საზღვარი გვაქვს ეს არის რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics