|
2015-08-21 13:35:22, 834 ნახვა
ეკონომიკა
თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრის შენობა აუქციონზე გასაყიდად გავიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა 21-ში მდებარე უძრავი ქონება, თოიძის სახელობის სამხატვრო სწავლების ცენტრის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. როგორც სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა, სოფიო ჭელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 20 აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ჭონქაძის ქუჩა N 21-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3841 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 4549,03 კვ.მ. შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს 8 200 000 ლარს. მისი თქმით, აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600მ-ის მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მ-ის დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ობიექტის მახლობლად არსებული სამთო საბაგირო რკინიგზა თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტის მთაწმინდის პარკში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას ტურისტულად აქტიურს ხდის. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელ ზონა5-ში, განაშენიანების კოეფიციენტებიაK1-0,5; K2-2,1; K3-0,1. „დედაქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხელსაყრელია როგორც დეველოპერული მიზნებისთვის, ასევე სასტუმრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. საპრივატიზებო ობიექტის საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და მოუწოდებს მათ მაქსიმალური აქტიურობისკენ. ელექტრონული აუქციონი დასრულდება18 სექტემბერს 17:00 საათზე“, - განაცხადა სოფიო ჭელიძემ. სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)