15:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 10:04:17, 705 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი120 აბი ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის,    დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის  ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ოსმან  ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის  ჩხრეკისას,  0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან  შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის  და საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics