|
2020-05-13 16:31:17, 1882 ნახვა
რეგიონი
სოფელ მუშევანში მოსახლეობის შემოწმება PСR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს
სოფელ მუშევანში მოსახლეობის შემოწმება PCR ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს სოფელ მუშევანში რისკჯგუფებში მყოფი მოსახლეობის ბიოლოგიური ნიმუშების აღება აქტიურად მიმდინარეობს. მოქალაქეებს PCR ტესტირებას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები უტარებენ. PSR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო. სოფელში შემდგომი კვლევების აუცილებლობა სწორედ PCR ტესტების მეშვეობით აღებული ბიოლოგიური ნიმუშების პასუხების შედეგად გადაწყდება. აღსანიშანავია, რომ ამ დროისთვის მუშევანში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 122 მოქალაქეს დაუდასტურდა. 46 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 73, კარანტინში კი 69 მოქალაქე იმყოფება.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)