|
2020-05-12 12:53:17, 2351 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. გაილესა სკოლის შენობის გარე ფასადი, დასრულების პროცესშია ეზოს შემოღობვა და სპორტული მოედნის მოწყობა. მიმდინარეობს შიდა ფასადის სამუშაოები. სკოლის მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. 2020-2021 სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კეთილმოწყობილ სკოლაში 8 სოფლის ბავშვები ისწავლიან, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფლებიდან. სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს საჭირო პირობები შევუქმნათ. ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ წინარეხსა და ხოვლეშიც - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა. მიუხედავადქვეყანაშიარსებულიმდგომარეობისა. აქტიურად ხორციელდება მომსახურე პერსონალის ყოველდღიური თერმოსკრინინგი, შედეგები აისახება ჟურნალში. ასევე სრულად აღჭურვილნი არიან პირბადეებით და სადეზინფექციო საშუალებებით. კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების ახალი შენობების მშენებლობის და არსებული სკოლების სარეაბილიტაციო პროცესი. აშენდა და უკვე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტების სკოლები სოფელ თვალადსა და ქალაქ კასპში (#1 საჯარო სკოლა). ამჟამად სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ წინარეხსა და ხოვლეში. 150 მოსწავლეზე, ახალი სკოლის მშენებლობა მალე სოფელ ქვემო გომშიც დაიწყება.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)