|
2020-05-03 21:48:56, 21962 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები იგზავნება, დგინდება კონტაქტები
გორის მუნიციპალიტეტიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 12 ადამიანის ნიმუში გადაიგზავნა. საორგანიზაციო-საკოორდინაციო შტაბის წევრის, თამარ მელიქიას განცხადებით, აქედან ხუთი სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ინფიცირებულთა კონტაქტია, შვიდი კი იმ პირთა ნიმუშებია, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ. სოფელ თერგვისსა და ფლავში თერმოსკრინინგი 2000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 105 ადამიანს. ამასთან, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ქალაქში თერმოსკრინინგის პროცესში ჩართულები არიან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები, სოფლებში კი მერის წარმომადგენლები. სოფელ მუშევანში, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი, ეპიდემიოლოგებთან ერთად ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტების მოძიების სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)