17:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 12:20:45, 1671 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ შეღავათებზე ისაუბრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ,  შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტმენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართევლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით არის გადადგმული.

მისი თქმით, ამ კრიზისულ და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით,  მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში,  ჩვენმა მოქალაქეებმა  შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და  შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics