|
2015-08-17 16:08:44, 731 ნახვა
ეკონომიკა
თამაზ მეჭიაური: გიორგი ქადაგიძემ რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება მეორე დღესვე დაარღვია
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან დადებული შეთანხმება რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით მეორე დღესვე დაარღვია. როგორც მეჭიაურმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრაზე მათ მიიღეს დაპირება, რომ რეფინანსირების სესხები უკონტროლოდ აღარ გაიცემოდა. „იყო საუბარი, რომ რეფინანსირების სესხები არ გაცემულიყო უკონტროლოდ. დაპირება იყო რომ მოკლევადიან პერიოდში ეს გაკეთდებოდა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მარტო მისი ქმედება საკმარისი არ იქნებოდა, რაშიც დავეთანხმეთ. ფინანსთა მინისტრის მხრიდანაც იყო მზადყოფნა, რომ გაეკეთებინა ბიუჯეტის კორექტირება და წარედგინა პარლამენტისთვის. მეორე დღესვე დაირღვა ეს შეთანხმება. თუ არ ვცდები, 307 მილიონით გაზარდა რეფინანსირების სესხი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, ჯობდა, რომ ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი არჩევნების შემდეგვე გადაწყვეტილიყო. „ამით ბევრ ისეთ მოვლენას ავიცილებდით თავიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სამი წლის განმავლობაში. დღეს ამის გაკეთება შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან თვითონ პროცედურები არის გაწელილი, ამას სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს აღნიშნულ პოსტზე საქმიანობისთვის, მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება ახლა არაპროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)