|
2020-04-03 15:49:08, 1859 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - „ფონდი ქართუ", როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით
„ფონდი ქართუ", როგორც ყოველთვის, ჩვენს გვერდით დგას, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით, ყველაფერში, როდესაც გლობალური კრიზისული ვითარება გვიდგება წინ. ეს იყო თბილისის წყალდიდობის დროს, სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც, როგორც ყოველთვის, ფონდი მზადყოფნას გამოხატავს, რომ გვერდში დაგვიდგეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჯერჯერობით ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვმუშაობთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორთან, რომელმაც დახმარების სურვილი გამოხატა და მთლიანობაში, ამ პაკეტში გადაწყდება დამატებითი დახმარების საჭიროება. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ფონდ ქართუს, რომელიც ყოველთვის დგას ქართველი ერის გვერდით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)